საქართველო

დავით ბაქრაძე: დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა ხალხის ინტერესებს

„დღეს ქვეყანაში „ქართული ოცნების ” ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძისდროინდელი სისტემური კორუფცია”, განაცხადა „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძე.

„უფრო წინაც წავიდა „ქართული ოცნება” და შევარდნაძის კლანურ სისტემაზე წინ დგას არაფორმალური მართვის, მაფიოზური მართვის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოში. ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და ეს ყველაფერი გარდაუვლად აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას. მაგრამ ვინ უნდა გასცეს ეს პასუხი? ჩვენ ყველამ დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების” პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს”, აღნიშნა დავით ბაქრაძემ.