საქართველო

გუბაზ სანიკიძე: „ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა იქნება გახარიასი“

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც 2012 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, ახალი მოძრაობის დაფუძნებამდე, ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კვირას, „მთავარი არხის“ გადაცემაში – „მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად“ – განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც კალაძე და გომელაური ებრძვიან, „ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა“ ელოდება, რადგან „ძალიან სერიოზულადაა ეჭვმიტანილი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში“.

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის საკმაოდ დაბნეული ახლა, იმიტომ, რომ მათ დიდ ნაწილს უკვე მიაჩნია, რომ ბიძინა ფალავანი აღარ არის. ამიტომ დაიწყეს ძებნა, ხელისცეცებით დაიწყეს ახალი გმირის მოძებნა უკვე და იმ შემადგენლობაში, რომელიც ჰყავთ მათ – მე პოლიტიკური საჭურისები დავარქვი მათ, ტიპური პოლიტიკური საჭურისები არიან, გინდა კეფით დააყენე, გინდა შუბლით, ყველა ერთნაიარია რაა – ერთადერთი გამორჩეული არის გახარია, ლაპარაკი მაინც იცის სხვასთან შედარებით, წარმოიდგინე რა დღეში არიან. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ძალიან მაგარია, მე იმას ვამბობ, რომ რა დღეში არიან, რომ გახარია არის მათი ნაპოლეონი და ბონაპარტე. ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა იქნება გახარიასი.მაგრამ გახარიას აქვს ბევრი მინუსი. ჯერ ერთი, გუნდი არა ჰყავს, კალაძე ცალკე ებრძვის, გომელაური ცალკე ებრძვის. იქ ყველა ერთმანეთს ებრძვის. გახარიას მინუსია ის, რომ ის ძალიან სერიოზულად ეჭვმიტანილი არის, როგორც ჩანს, როგორც ჩანს უკვე, ეჭვმიტანილი არის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ხახუნში, გაეხახუნ-გამოეხახუნა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დავალებით… ვნახოთ წინა გვაქვს ყველაფერი, სიამოვნებები წინ ელოდება „ქართულ ოცნებას“ და რაც მთავარია, ამ 55%-ს ძალიან დიდი გამოცდა ელის. მათ შორის ძვირფას „იმედის“ შემადგენლობას, ასეთ სისულელეებს რომ წერთ. გადით ქუჩაში და დაელაპარაკეთ ხალხს და ჰკითხეთ ერთი. იქით არის დასაწყნარებელი ხალხი უკვე იმიტომ, რომ მოდის უზარმაზარი კრიზისი, შიმშილობა მოდის. გარეთ ვერავინ ვეღარ გაიქცევა. ხომ გვითხრა, უნდა გაგყაროთ გარეთო ქართველებიო. გარეთ ვეღარ გავიქცევით, ახლა არჩევანი გვექნება 4 მილიონ ქართველს და ერთ ბიძინას. რა გვირჩევნია ჩემო ძვირფასებო, 4 მილიონი კაცი გავიქცეთ აქედან თუ ეს კაცი მოვიშოროთ?! – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

GUARDIAN.GE