საქართველო

გუბაზ სანიკიძე: „სააკაშვილი არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და საქართველოს მიღმა“

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბოლო პერიოდში დაახლოებული პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, რომელიც ვალერი გელბახიანთან ერთად მასთან შეხვედრაზე კიევში 2019 წლის ნოემბერში, გიორგობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ „სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში“.

„სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში და საქართველოს მიღმა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. სიყვარულზე და სიძულვილზე არ არის ლაპარაკი და საერთოდ პოლიტიკაში სიყვარულსა და სიძულვილზე ლაპარაკს თავი უნდა დავანებოთ იმიტომ, რომ ორივე აბრმავებს – ერთი თავისი სინათლით და მეორე თავისი სიბნელით.

„გასაკეთებელი არის სწორი და პრაგმატული არჩევანი. დღეს საქართველოში დადასტურდა 700-ჯერ, რამდენჯერ უნდა დადასტურდეს, რომ ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არის ფაქტორი ქვეყანაში“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.

GUARDIAN.GE