საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: „გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც „ქურდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ტელეჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ „გუშინ კიდევ ერთხელ იხილა უნიჭო სპექტაკლი, სადაც „გამოჩნდა, რომ მას [ივანიშვილს] მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან“.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც „ქურდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. გამოჩნდა, რომ მას მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან. გადაცემის დიდი ნაწილი მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას, შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, მის მიმართ არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ უფრთო ანგელოზია“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

guardian.ge