საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: „აუცილებლად გააყალბებენ… ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“

„ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, არ გაბედონ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავა და იქიდან ფეხს არ მოიცლის მანამ, სანამ „არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს“.

აღნიშნული განცხადება ვაშაძემ ვარკეთილში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ არ დაუშვებენ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვას.

„აუცილებლად გააყალბებენ, დედის საფლავს გეფიცები და ზალიკოც გეფიცებათ. ქუჩიდან არ გავალთ, სანამ არ დავადებინებთ ნამდვილ შედეგს და არ დავუშვებთ, რომ თქვენ მოგპარონ მაგათმა გამარჯვება და თქვენი არჩევანი. ეს 2016 წელი არ არის. სულ სხვა ხალხი მონაწილეობს არჩევნებში და ასი თვალი, ასი ყური – ყველგან დამკვირვებელი და ყველგან საჩივარი და მერე ჩვენ ვიცით, ერთი გაბედონ ჩვენი არჩევანის მოპარვა.

თქვენ თუ მოინდომებთ უმოკლეს პერიოდში გვეყოლება ეროვნული მთავრობა, რომლის არსებობის მიზეზი და მიზანი არის საქართველოს მოქალაქე, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება და სახელმწიფო მოქალაქეზე არ ზრუნავს, ე.ი. არც სახელმწიფო გვაქვს და არც ხელისუფლება გვყავს და გვინდა, ქართველებს ესე ცხოვრება?! ეს იყო ქართული ოცნება?!“, განაცხადა ვაშაძემ.

guardian.ge