საქართველო

გორში 39 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

გორში 39 წლის ქალი, სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას მკვიდრი გორის კლინიკურ საავადმყოფოში წუხელ, გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაიცვალა თუ არა H1N1 ტიპის ვირუსით გორში ახალგაზრდა ქალი – პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრში კვლევა დასრულდება.