საქართველო

გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ჰოსპიტალისა და აკადემიის გარე პერიმეტრი. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დეზინფექცია ჩაუტარდა სავალი გზის ნაწილსაც.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. განხორციელებული საპრევენციო ღონისძიებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.