საქართველო

გოგა ხაინდრავა: „ბადრი პატარკაციშვილი არის მოწამლული და ამ მკვლელობაში ურევია უშიშროების ხელი, რუსეთის, ‘კაგებესი’, რომლის წარმომადგენელია სააკაშვილი, ვაშაძე“

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებას და აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და ტელეკომპანია „იმედთან“ ამბობს, რომ „ბადრი პატარკაციშვილი არის მოწამლული“, და ამ მკვლელობაში ურევია „უშიშროების ხელი, რუსეთის, ‘კაგებესი’, რომლის წარმომადგენელია სააკაშვილი, ვაშაძე“.

„ეს არის თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა სააკაშვილის კარზე და მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, იმიტომ, რომ მე მინისტრი ვიყავი იმ დროს… დიახ, ისინი მონაწილეობდნენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობაში, როგორც მინიმუმ. როგორ განხორციელდა, ეს ჩვენ ყველამ ვნახეთ. ბადრი პატარკაციშვილი არის მოწამლული, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, არც მეპარებოდა არასოდეს. სამწუხაროდ, ინგლისის პოლიციამ მაშინ სათანადო ყურადღება ამ საქმეს არ მიაქცია პოლიტიკური კონიუქტურის გამო. ისე რომ ემუშავათ როგორც სკრიპალებზე, ნამდვილად დადგინდებოდა, რომ საღი, ჯანით სავსე, საღსალამათი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ვნახე ლონდონში და რომელიც ახალი ჩამოსული იყო ისრაელიდან, სადაც მთლიანად გაიარა თავისი, ასე ვთქვათ ჯანმრთელობის საკითხი შეისწავლა, ზუსტად ერთ კვირაში აბსოლუტურად გაუგებრად კვდება. ეს არის უშიშორების ხელი, რუსეთის, ‘კაგებესი’, რომლის წარმომადგენელია სააკაშვილი, ვაშაძე, რომელსაც ემსახურებოდა მერაბიშვილი, ოქრუაშვილი…

საკითხავი ამ ოპოზციას აქვს საკუთარ თავთან. მაშინ ისინი იყვნენ ქვეყნის სათავეში. ეს ჩანაწერი არის გაკეთებული 2007 წელს და ისინი კიდევ 5 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და ეს გასაჯაროვდა მაშინვე და რატომ არ ჰქონდათ რეაქცია ამაზე, რომ კაცი უკვეთავს ბადრის მკვლელობას და მერე ბადრი კვდება და თან ეს კაცი არის მათი ხელისუფლების აქტიური შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ბანდიტი და ეგეთი ბევრი ჰყავდათ. ეს არის მათი სახე და დღეს ისინი ცდილობენ თავისი საცეცების მეშვეობით არასამთავრობოებში თუ პრესაში, რომ ეს ყველაფერი გაასაღონ როგორც ამ ხელისუფლების დანაშაული და ეს თვითონ ჩაიდინეს. ეს ფილმი [გოგა ხაინდრავას ფილმი] 2012 წელს გამოვიდა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ“, აცხადებს გოგა ხაინდრავა.

guardian.ge