საქართველო

„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„გირჩი“ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, – აღნიშნულის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური ერთიანობა მნიშვნელოვანია, ამიტომ „გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიციას ითვალისწინებს.

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.