Uncategorized

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ნიკა გვარამია შსს-ში დაიბარეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.