საქართველო

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრემიერ მინისტრის ბრძანება ქობულიას გათავისუფლების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათელა თურნავა დაინიშნა. პრემიერ მინისტრის შესაბამისი ბრძანება ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.