საქართველო

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს – ამ სტანდარტით

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და აგრევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე”, აღნიშნული განცხადება მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„საქართველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს – ამ სტანდარტით”, განაცხადა მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ვუსურვებ წარმატებას და აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი, ქალბატონი სალომე დაასახელებს პასუხისმგებელ პირს, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე, ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე”, განაცხადა მარგველაშვილმა.