საქართველო

გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთში მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება და მან პირადად გახსნა აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ესწრებოდა.

მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ, ისინი განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნო