საქართველო

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.

საზეიმო მიღებაში, რომლითაც ემენულ მაკრონმა უმაღლესი რანგის სტუმრებისათვის მისასალმებელი ცერემონია გამართა, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შევედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.