თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქს აიძულებენ გადადგომას, საქართველოს საპატრიარქოში უარყოფენ.
პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ დაუშვებელია პატრიარქს ვინმემ გადადგომა მოსთხოვოს.
„არავითარი სიმართლე ეს არ არის და ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ავრცელებთ ასეთ ამბებს. სირცხვილია, არ შეიძლება ასეთი რამ. როგორ შეიძლება, არავის არ აქვს უფლება, რომ საქართველოს პატრიარქს მოსთხოვოს გადადგომა, ეს არის წარმოუდგენელი და გაუგონარი არაეკლესიურობა, როგორ შეიძლება,“ განაცხადა გიორგი ზვიადაძემ „რუსთავი 2″-თან სატელეფონო საუბრისას.