საქართველო

გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველი პარტია, იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს, კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია, იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს, კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს.

ვაშაძის ინფორმაციით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, კონტრმექანიზმებზე მსჯელობენ.

„უკვე დადასტურებულად ცნობილი გახდა, რომ პირდაპირ მოლაპარაკებებში შევიდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლის და წნეხის მოხდენას ამომრჩეველზე იმისთვის, რომ მობილიზება მოახდინონ. ეს მათ არ უშველით. ჩვენ კონტრმექანიზმებზე ვმსჯელობთ. ამას ყოველთვის ვუპირისპირებთ ახლებურ მიდგომებს იმისთვის, რომ გამოვააშკარაოთ ყველა ასეთი საკითხი და პრევენცია მოვახდინოთ ამ ყველაფრის”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.