საქართველო

გიორგი გახარია – ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა სამინისტროს ანგარიში შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საჯარო ფინანსებსა და ფისკალური პოლიტიკის ნაწილზე.

„დღევანდელ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლდათ საჯარო ფინანსების მართვა. საჯარო ფინანსების მართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, როგორც ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რომელზეც დღეს მინისტრმა ბევრი ისაუბრა და რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი მდგენელებია ეს ფაქტორები.

მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც რისკების მართვის, ასევე ვალის მართვისა და ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.