საქართველო

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.