Uncategorized

გიორგი გახარია: „ყველა პროგრამა, რომელიც მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას, მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას კარგად ესმის, რომ ის დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი გაჭირვებაზე, სიღარიბეზე პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ იმაში, რომ როდესაც ადამიანები უმწვავესი კრიზისის დროს, როდესაც ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რათა ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე.

ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინეტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებლებლებზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და საბოლოო ჯამში  ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“,- განაცხადა გახარიამ პარლამენტში.