სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
„რომ შევაჯამოთ ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი 17 წლამდე მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა პრემიერმა.