საქართველო

გიორგი გახარია: „პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი“

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც ქვეყანას ბევრი რეფორმის გატარება და შრომა მოუწევს.

„დემოკრატიზაციის პროცესი რთული პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვედემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ უნდა ავითვისოთ, ამ ყველაფრის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. საქართველო, მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, შეიძლება შემდგომი 10, 15 წელიმუდმივი რეფორმების პროცესში იყოს. რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სამართლებრივი, ინსტიტუციური მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედია სივრცე, უახლოესი წლების განმავლობაში მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს. ჩვენი ძირითადი მიზანია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სრულფასოვანი წევრობა,რისთვისაც ბევრი რეფორმის გატარება და ბევრი შრომა მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.