საქართველო

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს პრემიერ მინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა.