საქართველო

გიორგი გახარია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რან გიდორთან.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებს.

მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.