საქართველო

გიორგი გახარია: თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი

თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება.„იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამაზე, სახელწოდებით – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, რომელსაც საკანონმდებლო ორგანომ დღეს ნდობა გამოუცხადა.„მოგეხსენებათ, რთულ, არაორდინალურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ყველანი კარგად ვხვდებით, დროთა განმავლობაში, რომ კოვიდ-19 როგორც პანდემია არ არის ის პრობლემა, რომელიც 1 დღეში, 1 თვეში, ან 1 წელში მოგვარდება. ეს არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება საკმაოდ დიდ ხანს. კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი უკვე გახდა სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის, გლობალურად და შესაბამისად, ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო მარტო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ამ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ამიტომ სამთავრობო პროგრამის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიდან პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეკონომიკა. ეკონომიკური ნაწილის ძირითადი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იმისთვის რომ ქვეყანას სწრაფი, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენის რესურსი შევუნარჩუნოთ. უამრავი რეალური ფაქტობრივი რეფორმაა დაგეგმილი საგადასახადო ნაწილში, ფისკალური ეფექტურობის გაზრდის ნაწილში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ნაწილში და კიდევ ბევრი რამ. მეორე ნაწილი – რა თქმა უნდა, ეს არის სოციალური ნაწილი, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვას, სოციალურ ნაწილსა და ადამიანური კაპიტალის მართვას, თავის განათლების ნაწილით. მესამე და უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ – საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და ოკუპაციის ნაწილი, მოგეხსენებათ, ძალზედ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა და მეოთხე, ახალი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ვფიქრობ ქვეყნისთვისაც, ეს არის მმართველობითი სისტემა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში, ხომ ვხედავთ კარგად, დღეს პოლიტიკური კრიზისის შექმნის რამხელა მცდელობაა. ამიტომ საჯარო მოხელე, მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი, კეთილსინდისიერი და პოლიტიკურად ნეიტრალური არის ფუნდამენტი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის. იმისთვის, რომ როდესაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთ პარტიულ, ვიწრო ინტერესებს დააყენებენ სახელმწიფოზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საჯარო მოხელე უნდა იყოს ის პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც უნდა გააგრძელოს ადამიანზე და მოქალაქეზე ზრუნვა,“- განაცხადა პრემიერმა.გიორგი გახარიას თქმით, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და არა მისი პრობლემა და დისკომფორტი, არამედ ქვეყნის პრობლემა.„რა თქმა უნდა ოპოზიციის არყოფნა დარბაზში ეს არის პრობლემა და ჩემი პრობლემა კი არ არის, მე კი არ მიქმნის ეს დისკომფორტს, ეს არის ქვეყნის პრობლემა, ეს არის პრობლემა, რომელიც საშუალო ვადიან პერსპექტივაში რეალურად უქმნის ქვეყანას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს პრობლემას. ჯანსაღი ოპონირების და თუნდაც არაჯანსაღი ოპონირების გარეშე რა თქმა უნდა რთული იქნება კონსესუსური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის დემოკრატიული პროცესის ელემენტარული ჭეშმარიტება,“ – განაცხადა პრემიერმა.მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა შემდგარიყო, ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციას, საეთაშორისო პარტნიორებს და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.„ერთი წლის განმავლობაში, ოპოზიციამ მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მმართველმა ძალამ – ძალიან ბევრი მოლაპარაკებები გამოვიარეთ იმისთვის, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შემდგარიყო, როგორც ფაქტი. მოდით შევთანხმდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში გადადგა ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა კონსტიტუციაში გამაგრებულია, რომ 2024 წელი იქნება პროპორციული არჩევნები. ამის შემდგომ რა ხდება? ტარდება არჩევნები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებად. ამის შემდგომ, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მივიდა სარჩევნო უბანთან ხმა მისცა 8 ოპოზიციურ პარტიას. პირველად საქართველოს ისტორიაში 60 მანდატი არის ოპოზიციის. ამ მიღწევაზე უარის თქმა და ამავდროულად მიზანმიმართული სახელმწიფოს და სახელმწიფოს ბევრი ინსტიტუტის, მათ შორის პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის, ჯარის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. პარალელურად ფრთხილი მოწოდებები, საკმაოდ სუსტად დასაბუთებული რევოლუციისკენ მაშინ, როდესაც ქვეყანა გლობალური კრიზისული პროცესების წინააღმდეგ იბრძვის ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. რას მაგონებს ეს იცით? საქართველოს მოქალაქემ პოლიტიკოსებზე უკეთესად გაიაზრა რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, მივიდა არჩევნებზე, ხომ წარმოგიდგენიათ რა პანდემიური მდგომარეობა იყო მაშინ და ისე გადაანაწილა მანდატების რაოდენობა, რომ თქვა ნებისმიერი, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება მაგალითად ამდენი მანდატი ვერ იქნება მიღებული ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.დიალოგი პერსპექტივა კი არ არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ დაგვაკისრა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი ოპოზიციასთან.მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს ეს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და დიალოგისთვის მზად არის.„მე შეიძლება ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი უფრო მომწონს, ზოგი – ნაკლებად, ან საერთოდ არ მომწონს, რადგან მისი ფასეულობები არ მესმის, მაგრამ ჩემს გემოვნებაზე ხომ არ არის საქმე?! საქართველოს მოქალაქემ თქვა, რომ პარლამენტში იჯდეს ეს ხალხი და ისევე, როგორც მე დამავალა მათი თმენა და მათთან მუშაობა, მათ დაავალა ჩემი თმენა და ჩემთან მუშაობა პირობითად. ამიტომ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. დიალოგი არის ვალდებულება, ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ და დიალოგისთვის ყოველთვის ვიქნებით მზად“, – აღნიშნა პრემიერმა.გიორგი გახარიას თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შევა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია.„ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის პრობლემა; საუბარი იმაზე, გაუძლებთ?! ამორალურია; ჩვენი ვალდებულებაა, გავუძლოთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანი ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან და ყველა მოქალაქე აცნობიერებს, რომ ამ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და ასეთი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლება ვალდებული იქნება, ორმაგი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.„ჩვენ ორჯერ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, ორჯერ უფრო მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი და მივაქციოთ ყურადღება. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს მოქალაქის დავალება და ყველამ ნება უნდა იბოძოს და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. როდესაც საუბრობენ რაღაც წარმოუდგენელ სცენარებზე და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანენ, ეს ტყუილია და ტყუილად ელოდებიან. საქართველოს მოქალაქე, 2 მილიონი ადამიანი არჩევნებზე რომ მივიდა ხმის მისაცემად, განა მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. მეტსაც გეტყვით – რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, ან მისი ნაწილი, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების შესაბამისად და ისინი ოპოზიციასაც მარტივ რამეს მოუწოდებენ – პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაშიო.„ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ, ისინი ოპოზიციასაც მარტივ რამეს მოუწოდებენ – პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღიქვამს და უსმენს მათ.„ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ მათ. რაშია სხვაობა – როდესაც საუბარია იმაზე, თუ რაში იყო ხარვეზები, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუსმენთ და მივიღეთ ისეთი რადიკალური ნაბიჯები საარჩევნო რეფორმის გასატარებლად, რომ ამერიკის ელჩმა, ქალბატონმა დეგნანმა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ოპოზიციასთან ერთად, აღიარა, რომ რეფორმები ის ნუსხა, რომელზეც ჩვენ ოპოზიციასთან შევთანხმდით, არის საჭირო, აუცილებელი და რადიკალურად გააუმჯობესებს საარჩევნო სისტემას. იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, როგორც კი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვნახეთ, რომ შეკითხვები იყო, ავდექით და გავგზავნეთ ვენეციის კომისიაში. კიდევ რა გავაკეთოთ? რა არის ეს, თუ არა კონსტრუქციული პარტნიორობა და დისკუსია. ახლა მეორე მხარეს შეხედეთ – მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, ჩვენ იმას ვაკეთებთ. რასაც მოუწოდებენ ოპოზიციას, მარტივ რამეს მოუწოდებენ – პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში და თუ თქვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა, – ასე უპასუხა პრემიერმა კითხვას, რომელიც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას და სპორტის სამინისტროსთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ კულტურა განვითარდეს და, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს.„ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის – ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ როგორც კულტურა განვითარდეს, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს. ამას სჭირდება ცალკე მიდგომა, აუცილებელია ეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი პასუხისმგებლობა სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. მოვუსმინეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება სპორტს. სპორტზე დღესაც გვქონდა დისკუსია. სპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი – მასობრივი სპორტი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ბევრად უფრო ახლოს არის განათლების სამინისტროსთან, იმიტომ რომ მასობრივი სპორტის ძირითადი ფრონტი არის სასკოლო განათლება. მეორე – პროფესიული, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე თუ ვსაუბრობთ, იქ სტრუქტურა ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და ყველგან არის ფედერაციები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტს უფინანსებს და მათ გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ. ამიტომ ცოტა სხვადასხვა სფეროა. კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება,“- განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება დღეს ჩვენ თვალწინ ხდება.„რამდენად სწორი გგონიათ თქვენ, რომ პარლამენტში გამარჯვებულ პარტიას უწევდეს მსგავსი საკითხების მოგონება იმისთვის, რომ ოპოზიცია, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, პარლამენტში შეიტყუოს. რეალურად ეს არის ქართული დემოკრატიული პროცესის ჩამოყალიბება, დახვეწა. დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ქართული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ეს ხომ ვერ იქნება სხვა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა. რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ევროპული სტანდარტების დასავლური პოლიტიკური კულტურა, მაგრამ იმ ნიუანსებით, რომელიც დამახასიათებელია ჩვენი რეალობისთვის და ეს ხდება ახლა ჩვენს თვალწინ. ხშირ შემთხვევაში ეს არასახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ რას ვიზამთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.მისივე თქმით, მიუხედავად არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესისა, ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, მათ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამას არავის აბრალებს.„წინა მოწვევის პარლამენტშიც, ოპოზიცია ხშირად იყო ბოიკოტის რეჟიმში და საკანონმდებლო კანონშემოქმედებით პროცესში დიდად თავს არ იწუხებდნენ, მაგრამ იქ, სადაც მედიააქტიურობის თემა იყო, პარლამენტში ყველა მოსვლის დროს მქონდა სიამოვნება, ოპოზიციასთან სხვადასხვა სახის, ზოგჯერ მწვავე დისკუსიაც მქონოდა,“ – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ასე იქმნება პოლიტიკა საპარლამენტო დემოკრატიებში.„როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო დემოკრატია სრულად პროპორციული სისტემით საპარლამენტო რესპუბლიკა სრულად პროპორციული სისტემით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ციკლში იქნება თუ შემდეგ ციკლში, სრულად შესაძლებელია, მოგვიწიოს კოალიციური მთავრობა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში ერთი პოლიტიკური ძალა ამბობს, ვაცხადებ ბოიკოტს და გავდივარ. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური არასიმწიფის მაჩვენებელი. მართლა რთული პროცესია, დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბების მძიმე პროცესი. ესეც უნდა გავიაროთ. ამიტომ ვამბობ, იმედი მაქვს-მეთქი. მართლა ასე ვფიქრობ – ზოგს შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ზოგი საერთოდ ვერ გაერკვა რა ხდება, ცნებების დონეზე ვერ მიხვდა რა ხდება პოლიტიკურ პროცესში და ზოგმა საკუთარი ეგო ვერ გადალახა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩემი წილი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მიუხედავად არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესისა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, მათ სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამას არავის ვაბრალებთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა მიუხედავად იმ იმედისა, რომ ვიღაც შემოვა. შემოვა თუ არ შემოვა, მათ არავინ პასუხს არ მოსთხოვს. პასუხს მოგვთხოვენ ჩვენ და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გააზრებული გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და ეს დავალება იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური.„ჩემი დავალება შსს-ს მიმართ იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი მოვალეობა. ისევე, როგორც შსს-ს მოვალეობაა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელის გარდაუვალობა იყოს აღსრულებული. მერწმუნეთ, რომ შსს ამ დავალებას შეასრულებს თქვენ თუ გგონიათ, რომ მსგავსი საკითხებით რაღაც წინააღმდეგობას გააჩენთ ჩემსა და შს მინისტრს შორის. არ გამოგდით. ჩემი დავალება მაშინ იყო აბსოლუტურად სწორი და ლეგიტიმური, რომ ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. ამასთან ერთად სასჯელის გარდაუვალობა უნდა დადგეს და დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.