საქართველო

გიორგი გახარია: „ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა და მმართველი პარტიის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ თავის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება“ და მან ხმა „მომავალს“ მისცა.

„წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს – სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა რა თქმა უნდა, ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, განაცხადა გიორგი გახარიამ.