საქართველო

გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებს არჩევნებთან დაკავშირებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

„მადლობა დევიდ მაკალისტერ, მარინა კალიურანდ, სვენ მიქსერ და ვიოლა ფონ კრამონ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი განცხადების გამო. ხალხის ხმა გაისმა საარჩევნო ყუთთან და გამარჯვებული პარტია უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდება მის სახალხო მანდატს“, – წერს გახარია „ტვიტერზე“.

ოთხმა ევროპარლამენტარმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

„რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, გვსურს მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წარმატებული ორგანიზება“,- წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.