საქართველო

გიორგი გახარია: დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად

მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. თუმცა, დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს დეტალურ დონეზე. ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან და დაამატა, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

„მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა გახარიამ.