საქართველო

გიორგი გახარია: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია,

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის მიზანია უსაფუძვლო პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც  აბსოლუტურად მიუღებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„პანიკის დათესვა ახლა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ბრძოლა წარმატებული იყო იმიტომ, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად, ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე –  ეს იყო კოვიდი, ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა. ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად”, –  აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.

ინფორმაიას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.