საქართველო

გიორგი გახარია აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ როს უილსონთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ამ კონტექსტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
მინისტრმა გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა როგორც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისა და მიმდინარე რეფორმების პროცესში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.