საქართველო

გიორგი გახარია: არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ

გიორგი გახარია 18 თებერვალს პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადომის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“, – განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს წავკისში, საკუთარ სახლთან და დაამატა: „მალე შევხვდებით“.