საქართველო

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

1-ელ ნოემბერს პრემიერ მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა თავისი დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.