საქართველო

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც არის გამოცხადებული

მთავრობის მეთაურმა სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად – დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.