საქართველო

გიორგი ამილახვარი: 2024 წლის ბოლომდე მასწავლებლების კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ

პედაგოგებთან დაკავშირებით წლის ბოლომდე კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვადგენთ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„ახალი სახელფასო პოლიტიკის კვალდაკვალ, ასევე იწყება მუშაობა კარიერული განვითარების სქემაზე, რომელიც პედაგოგებს შეეხება. ვისაც კი დაწყებული ჰქონდა სტატუსის ამაღლების პროცესი აქამდე მოქმედი სქემით, არცერთს არ შევუზღუდავთ ამ უფლებას და თითოეულ მათგანს მივცემთ შესაძლებლობას, დაწყებული პროცესი მიიყვანონ ბოლომდე. რაც შეეხება მომავალს, დავიწყებთ განახლებულ სქემაზე მუშაობას და წლის ბოლომდე მასწავლებლებს, საზოგადოებას კარიერული განვითარების ახალ სქემას წარვუდგენთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.