საქართველო

გიგა ბოკერია: „მიუღებელია ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”

„მიუღებელია ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია, გაიშვიროს ხელი ეკლესიისკენ და მას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ პოზიციაზე. ისინი [ხელისუფლება] არიან ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, გასცენ პასუხი რა პოზიცია აქვთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„თითოეული დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ ულოცავს უკრაინელ ხალხს ამ მოვლენას [ავტოკეფალიის მინიჭებას], რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენ საერთაშორისო პოზიციებისთვის, საქართველოს საერთაშორისო პოზიციებისთვის და შესაძლოა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არის ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამიტომ ველი მათ პასუხს. რა არის მათი პოზიცია და რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ეს არასწორია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით და ეს არასწორია საღი აზრის თვალსაზრისით.

„არასწორია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მძევლის როლში საკუთარი ქვეყნის პოზიციის წარმოჩენა პრაგმატულად, ყოველგვარი პროპაგანდის და მორალის კითხვის გარეშე. აქ მარტო სამარცხვინოობაზე კი არ არის საუბარი – მე მართლა სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ არ აფიქსირებენ პოზიციას – პრაგმატულად დავუსაბუთებთ ხელისუფლების მხრიდან რატომ არის ეს არასწორი და რატომ არის უდიდესი შეცდმომა იმ პროპაგანდისტულ ომში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს და ჩვენი საზოგადოება რუსულ აგრესიულ იდეოლოგიასთან, ასე საკითხის დასმა, რომ ჩვენ ვართ მძევლები იმის, რას იზამენ ისინი შემდგომ – ხელისუფლების მხრიდან, ხაზს ვუსვამ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

guardian.ge