საქართველო

გია ვოლსკი: სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს, გაყალბების საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს

ცესკო-მ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ხმა მისცენ, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გადასატანი ყუთი რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ დააქვს, არამედ ამისთვის წარმომადგერნლობითი გუნდი უნდა იყოს მობილიზებული.

„რასაკვირველია, გადასატანი ყუთით მისასვლელი ადგილები გაიზრდება, მაგრამ გადასატანი ყუთი რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ დააქვს, წარმომადგენლობითი გუნდი უნდა იყოს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, მოქალაქეებს საშუალება მისცენ, საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულონ.

29-30 ოქტომბერს დაფიქსირებულ მოქალაქეს შესაძლოა, დარეგისტრირების საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არის დღევანდელი პანდემიის მოცემულობა, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია.

მმართველ პარტიას რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, არჩევნები გააყალბოს? არჩევნების გადადებას ვინ ითხოვს და ვის უნდა, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარება აშკარაა. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს და არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, არჩევნები არათუ გააყალბოს, არამედ ეჭვი შეიტანოს არჩევნების გამჭვირვალეობასა და სამართლიანობაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.