საქართველო

გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. გერმანელ სტუმრებს მასპინძლობა ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. შეხვედრას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ გენერალ ებერჰარდ ცორნსა და დელეგაციის წევრებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსების, სტრუქტურის, ჩატარებული წვრთნებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან JTEC-ის განვითარების საქმეში ყურადღება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე გაამახვილა. პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.