გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ინციდენტში ეჭვმიტანილი პირიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
სამართალდამცავები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ, თუმცა, მომხდარისთვის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.

