საქართველო

გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა

კიოლნის უნივერისტეტში ქართული კულტურის კვირეული გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა ,,Georgian Stories“ , რომელზეც ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები გამოიფინა.

ქართული კულტურის კვირეული სტუდენტური გაერთიანება ,,აისის,, თავმჯდომარემ, ელენე შუბლაძემ, კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დოქტორმა ვილსბერგმა და დოქტორმა ბილდჰაუერმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნეს.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. ხოლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროექტის მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უნიკალური ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში.