ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ

უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ, სულ მცირე ახლო მომავალში, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა მედიაჯგუფ „ფუნკე“-სთან ინტერვიუში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

„არ შემიძლია წარმოვიდგინო ახლო წლებში არც თურქეთი, არც უკრაინა ევროკავშირის წევრებად“, განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

ამავე დროს მან გამოხატა მოსაზრება, რომ ევროკავშირმა აუცილებლად უნდა შეიმუშაოს განსაზღვრული მოდელი კიევთან და ანკარასთან ურთიერთობაში. გაბრიელმა აღნიშნა, რომ თუკი ბრიუსელი და ლონდონი შეძლებენ ეფექტური შეთანხმების მიღწევას, რაც „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავაშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს, მაშინ, მისი აზრით, ამავე მოდელით შესაძლებელი იქნება თურქეთთან და უკრაინასთან ურთიერთობის წარმართვა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ განზრახული აქვს ჩაატაროს რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

GUARDIAN.GE