ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“. 

„ფედერალური მთავრობა უმკაცრესად გმობს ამ თავდასხმას. ვიმედოვნებთ, რომ ალექსეი ნავალნი სრულად გამოჯანმრთელდება“, ნათქვამია განცხადებაში. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. ავიალაინერი ომსკში საგანგებოდ დაეშვა და ნავალნი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ უგუნო მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი გერმანიის კლინიკაში გადააფრინეს.

GUARDIAN.GE