ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის არჩევნებში ანგელა მერკელის პარტია დამარცხდა და გამარჯვება „სოციალ-დემოკრატებმა“ მოიპოვა

GUARDIAN.GE – გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულმა „სოციალ-დემოკრატებმა“ ქვეყნის ფედერალურ არჩევნებში მცირეპროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვა და კანცლერის პოსტიდან მიმავალი ანგელა მერკელის პარტია დაამარცხა, – იტყობინება BBC წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.

„სოციალ-დემოკრატებმა“ ამომრჩეველთა ხმების 25.7%, ხოლო მმართველმა კონსერვატიულმა ბლოკმა CDU/CSU 24.1% მიიღო. „მწვანეებმა“ პარტიის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და 14.8%-ის მიღებით მესამე ადგილზე გავიდნენ.

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის შექმნა იქნება საჭირო და ეს პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს, მანამდე კი ქვეყნის კანცლერი კვლავ ანგელა მერკელი იქნება.