საქართველო

გედევან ფოფხაძე: პრემიერის თხოვნა ჩემთვის ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ

პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ, აღნიშნული განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.