საქართველო

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო.

„თუ დადასტურდა, რომ პატრიარქის მაგინებელს ხმა მისცა უმრავლესობამ, თუ დადასტურდა, რომ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ”, აცხადებდა გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია.