საქართველო

გარდაბნის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომაზე 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ონიანი უძღვებოდა, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ფრაცქიის წევრებს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებების, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და სხვა პროგრამების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მერიის საფინანსო საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა გურულიშვილმა წარუდგინეს.

როგორც 2019 წლის ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა მომავალ წელს პრიორიტეტი ისევ ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, განათლებას, კულტურას, მოსახლეობის ჯანმრთლობის დაცვასა და სოციალურ პროგრამებს მიენიჭება.

საკითხის განხილვის შემდეგ, ფრაქციამ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შეაფასა.