საქართველო

გარდაბნის საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

მნიშვნელოვანია რომ უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში მცხოვრები გიორგი ზედელაშვილისა და ქალაქ გარდაბანში მცხოვრები ამირან მელაშვილისთვის დახმარების საკითხი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „გარდაბან სერვისის“ დაფუძნების თაობაზე.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა საკითხები – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“, შპს „მაგთიკომის“ , სს „სილქნეტისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა ტრანსპორტირებაზე ნებართვის გაცემას.

ამავე სხდომზე დადგინდა საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი და დამტკიცდა საკრებულოს 2019 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა.

აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.