საქართველო

გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

დღეიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

ადგილზე ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. 

PCR-ტესტი დღეს 700-მდე პირს ჩაუტარდება.

გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ყარაჯალარში 14 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

გუშინ, გვიან ღამით ყარაჯალარიდან და ყარათაკლიადან ლუგარის ცენტრში 126 ტესტი გადაიგზავნა და 75 ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. დღესვე საკოორდინაციო საბჭო გარდაბნის ამ ორი სოფლის ჩაკეტვის საკითხს განიხილავს.