საქართველო

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 3 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №73-ში მდებარე, ს/კ №81.15.13.235 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 106.64 კვ.მ შიდა ფართის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“-ს გარდაბნის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 ივნისის №176-ე განკარგულების -„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №73-ში მდებარე, ს/კ №81.15.13.235 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 77.74 კვ.მ შიდა ფართის ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“-ს გარდაბნის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“-ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ გარდაბანში, დ. აღმაშენებლის ქუჩა №73-ში მდებარე ს/კ №81.15.13.235 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 17.70 კვ.მ შიდა ფართის სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხი.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 855 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (ს/კ81.10.37.008) და სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 81.12.18.416) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდოდ გადაცემის საკითხი.

ინფორმაციას  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.