საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი გეგმიური სხდომა ჩატარდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის – ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი გეგმიური სხდომა ჩატარდა, რომელზეც დღის წესრიგით განსაზღვრული თერთმეტი საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

1.„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის მოსმენის შესახებ.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მცხოვრები რაისა ბარბაქაძისთვის დახმარების გაწევის შესახებ.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში შპს „ჩირინა“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N81.12.08.831) მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმის დამტკიცების შესახებ.
6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე შპს„ჩირინას“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N81.12.10.697) ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.
7. მოქალაქე დავით მჭედლიშვილისთვის უძრავი ნივთის უსასყიდლო სერვიტუტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, 694 გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების შ.პ.ს. „მაგთიკომი“-სთვის იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ გამარჯვებაში მდებარე ს/კ №81.07.06.627 არასასოფლო-სამეურნეო 566,00 კვ.მ დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სსიპ „ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ -სთვის, არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ.
10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენის აივენგო რიკაძის და მწვრთნელის გურამ ცალუღელაშვილის დაჯილდოების შესახებ.
11. საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების შესახებ.