საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში აგროსექტორთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგროსექტორთან დაკავშირებული პროექტები სოფლებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მეწარმეებს გააცნეს.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის აგროსექტორთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიოციატივით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.