საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა და მშენებლობა გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობა და მშენებლობა გრძელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ კუმისში და გამარჯვებაში, თანამედროვე ტიპის ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესს და სამუშაოებს შესრულების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ადგილზე გაეცნო.

გამარჯვების ბაღი 4 ჯგუფზე და 110 აღსაზრდელზეა გათვლილი, სოფელ კუმისში მშენებარე სააღმზრდელო დაწესებულება კი 3 ჯგუფს და 90 ბავშვს მოიცავს.

მუნიციპალური განვითრების ფონდი აღნიშნული სამუშაოებისთვის 2 977 000 ლარს ხარჯავს.